ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი დამასკინი, 21 ივნისს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქის მთავარეპისკოპოსის განცხადებას ეხმაურება და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„კრეტის შეხვედრის ოფიციალურმა და პატივცემულმა წარმომადგენელმა, შეხვედრის მეორე სამუშაო დღის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანტიოქიის საპატრიარქო „2016 წლის იანვარში, შემბეზეში გამართული დისკუსიებისას, არ გამოხატავდა არანაირ წინააღმდეგობას და საერთოდ არ ეწინააღმდეგება წმიდა და დიდი კრების მოწვევას, რისი ჩანაწერიც მოიპოვება სინაქსისის პროტოკოლში“.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებას და განვუმარტოთ ეკლესიის მთელ ქრისტესმოყვარე სისავსეს, ანტიოქიის სამოციქულო ეკლესიის პოზიცია:
პირველი: ჩვენ საგონებელში ჩაგვაგდო, თუ როგორ დაერთო ნება კრეტის შეხვედრის სამდივნოს თანამშრომელს პოზიცია გამოეხატა ანტიოქიის ეკლესიის სახელით, ასე რომ, მან გამოხატა თავისი, პირადი აზრი ანტიოქიის ეკლესიის კრეტის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მეორე: მის მიერ გამოთქმული აზრი, ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ, შამბეზეს სინაქსისზე, სამი დოკუმენტის ხელმოწერისგან თავშეკავებასთან დაკავშირებით, რომ „ამ დოკუმენტების ხელმოწერისგან თავშეკავების მიზეზები არ შეიძლება აიხსნას შინაარსთან უთანხმოებით“ და რომ „ეს იყო პროტესტი ყატარის პრობლემის გადაუწყვეტელობასთან დაკავშირებით“ – არასწორია.
მესამე: განცხადება იმის შესახებ, რომ „გადაწყვეტილება კრების გამართვასთან დაკავშირებით ერთსულოვნად არის მიღებული“ – არასწორია, – აცხადებს ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი.
მიტროპოლიტის თქმით, მისთვის გასაოცარია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრეტენზიები და აღნიშნავს, რომ მათ ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვთ საერთო.
„უნდა აღინიშნოს, რომ შამბეზის სინაქსისზე თავად იმყოფებოდა მთავარეპისკოპოსი იობი და მოწმეა ცხადი პროტესტისა და უთანხმოების, ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის, არა „პირადი მიზეზებით“, როგორც ეს განაცხადა, არამედ „დიდი კრების კანონების“ ტექსტების შინაარსთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მას დაავიწყდა, რომ ანტიოქიის დელეგაციამ სამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა აუცილებლობის შესახებ, ტექსტს დამატებოდა დიდ კრებაზე 14 ავტოკეფალური ეკლესიის მონაწილეობის აუცილებლობა და სიტყვა-სიტყვით ხაზი გაუსვა: „ეს არის ანტიოქიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის პოზიცია! ეს არის ანტიოქიის უწმიდესი ეკლესიის პოზიცია“ და დაამატა „მე არ მოვაწერ ხელს და არ არსებობს არავითარი ერთსულოვნება!“. ეს უეჭველად არის აღნიშნული სინაქსისის პროტოკოლებში.
ასევე ცხადია, რომ სამი ტექსტი, რომლის ხელმოწერაზეც ანტიოქიის ეკლესიამ უარი თქვა, წარმომადგენელმა სიტყვა-სიტყვით დაწერა: „ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება ამ ტექსტს, ამიტომ ჩვენ მას ხელს არ მოვაწერთ“.
ის, რომ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებს მონაწილეობის მიღებას იანვრის სინაქსისის შემდეგ, კრების მოზამზადებელ სამუშაოებში, თარგმნის დოკუმენტებს არაბულ ენაზე და გზავნის დელეგატებს კრეტის შეხვედრაზე და ა.შ. არის კიდევ ერთი მოწმობა, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სისრულის ძალისხმევისა, მიაღწიოს წარმატებას საერთომართლმადიდებლური თანამშრომლობისა და ეკლესიების მიერ საკამათო საკითხების გადაწყვეტის ასპარეზზე“, – აცხადებს ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელი. უფრო ვრცლად ანტიოქიის ეკლესიის პოზიცია კრეტის კრებასთან დაკავშირებით იხილეთ აქ
წყარო: romfea.gr
სტატია აღებულია ვებგვერდიდან: tabula.ge