You are currently viewing „ათონის დარბაზში“ გაიმართა საჯარო შეხვედრა პოეტ დავით მაღრაძესთან

„ათონის დარბაზში“ გაიმართა საჯარო შეხვედრა პოეტ დავით მაღრაძესთან

Download article eBook

  კულტურულ-საგანმანათლებლო სახლ „კენოზისის“, ორგანიზებით, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში გრძელდება ლექციათა ციკლი, სახელწოდებით „საუბრები ათონის დარბაზში“. 

პარასკევს, 17 ივნისს, გაიმართა საჯარო შეხვედრა პოეტ დავით მაღრაძესთან, თემაზე – „მწერლის ცხოვრება და შემოქმედება“

შეხვედრა წარიმართა მონოლოგის და დიალოგის რეჟიმში. პირველ ნაწილში სტუმარმა თემის ირგვლივ ისაუბრა მწერლობაზე, კონკრეტულ მწერლებზე, შემოქედებზე და მათ წვლილზე საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების საქმეში. კითხვა-პასუხის დროს ბევრ საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა (უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერს).

შეხვედრას დაესწრნენ: ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი  და ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

შეხვედრები ტარდება ყოველ პარასკევს 19:00-ზე სხვადასხვა პროფესიის მქონე საინტერესო ადამიანებთან.

 DSC_0951 DSC_0914 DSC_0906 DSC_0910 DSC_0917 DSC_0907 DSC_0921DSC_0988 DSC_0986