You are currently viewing კონსტანტინოპოლის პატრიარქ ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს II-ის გზავნილი წმინდა და დიდი კრების თაობაზე

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს II-ის გზავნილი წმინდა და დიდი კრების თაობაზე

Download article eBook

  უფლის წყალობით, რომელმაც დააფუძნა და  საუკუნეების მანძილზე  განასულიერა ეკლესია,  რომელიც გზას უჩვენებს და აკავშირებს   ადგილობრივი და მსოფლიო კრებების მამებს, შევთანხმდით, რომ  წმინდა და დიდი კრება გაიმართება ამა წლის ივნისში, კუნძულ კრეტაზე. 14 ეკლესიის ყველა პატრიარქი, მაღალი იერარქებისგან შემდგარ დელეგაციებთან და მრჩევლებთან ერთად  შეიკრიბებიან, რათა სახარების შუქზე გამოხატონ ქრისტეს სხეულის მთლიანობა, როგორც მსოფლიოსადმი  სიწმინდისა და სიყვარულის გზავნილი.

ამ საყოველთაო მართლმადიდებლური კრების უმთავრესი მიზანი  არის იმის წარმოჩენა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არის წმინდა საიდუმლოებებში და კაცთმოყვარე კანონებში გაერთიანებული  ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

ვიცით რომ მსოფლიო   დგას მრავალი გამოწვევის წინაშე და საჭიროებს მკაფიო მოქმედებებს, მაგრამ აგრეთვე ვთვლით, რომ აუცილებელია გადაიჭრას  ეკლესიაში დაგროვილი  პასტორალური საკითხებიც. ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლობა მრავალი საუკუნის შემდეგ საერთაშორისო დონეზე გამოხატავს თავის კრებსითობას, გვიბიძგებს ახალი ნაბიჯების გადადგმისთვის.

ჩვენ მხურვალედ მოვუწოდებთ მთელს ეკლესიას, სასულიერო პირებს, ქალბატონებს და ბატონებს, ხანშიშესულებს და ახალგაზრდებს, რომ ილოცონ ამ გამორჩეული და ისტორიული მოვლენისთვის. განსაკუთრებულად მივმართავთ ყველა ეკლესიის ლიდერს,  გააძლიერონ უფლისადმი ლოცვა  წმინდა და დიდი კრებისთვის, რათა გამოვხატოთ ერთმთლიანობა, კონფლიქტებით დამწუხრებულ და დანაწევრებულ მსოფლიოში.

წყალობა უფლისა თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
 


 თარგმნა: გურამ ლურსმანაშვილმა
წყარო: seminarieli.wordpress.com