You are currently viewing სერბეთის პატრიარქ ირინეოსის სიტყვა კრეტის კრებაზე (20.06.2016)

სერბეთის პატრიარქ ირინეოსის სიტყვა კრეტის კრებაზე (20.06.2016)

Download article eBook

  წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 20 ივნისს) კრებაზე მონაწილე ეკლესიების წინამძღოლებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კრების მონაწილეებს. გთავაზობთ სერბეთის პატრიარქ ირინეოსის წარმოთქმულ სიტყვას: „სერბი ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მივესალმებით ამ კურთხეულ შეხვედრას, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მოველოდით. ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც მრავალი საუკუნის  შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა, რათა კვლავ მოგვეწვია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრება. განსაკუთრებულ მოკითხვას გადმოგცემთ ქალაქ ნაისიდან[1], სადაც იშვა იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც როგორც ცნობილია გახლდათ პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე.  განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ჩვენ მოუთმენლად და დიდი სიხარულით ველით ამ შეკრებას და მის მიერ ეკლესიის ერთიანობის გამოხატულებას. მართალია არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს საერთო მიზანს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ იქნებიან საკმარისად ძლიერნი, ისევე როგორც მცირეოდენი ღრუბლები ვერ დაჩრდილავენ მზის ბრწყინვალებას. ვლოცავთ ამ კრებას და შევვთხოვთ შეწევნას ყოვლადწმინდა სამებას, რადგან მართლმადიდებლობის სიძლიერე, სწორედ მის ერთობაშია. მიგვაჩნია რომ, კვირა დღის საღვთო ლიტურგია და ჩვენი სხდომები, წმიდა მამათა მიერ დადგენილი ნორმების ჩინებული გამოხატულებაა. შევთხოვთ სული წმინდას, რათა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“ მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
წყარო: kreba2016.ge